,,12 მოცეკვავე პრინცესა და მეფე"
Saturday, December 15, 2018
დღე მეცხრე ,,რეფლექსია"
მეცხრე დღე დავიწყეთ youtube-ში საჭირო ვიდეოს მოძიებითა და ბლოგზე გაზიარებით. ამისთვის ვიდეოს დაბლა მითითებული share ღილაკი გამოვიყენეთ, შევედით embed video-ში, დავაკოპირეთ ლინკი, გადავედით ბლოგზე და ახალ პოსტში გავააქტიურეთ HTML რეჟიმი, ჩავსვით დაკოპირებული ტექსტი და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ეს ვიდეო შეგვიძლია, საჭიროებისამებრ ვაჩვენოთ მოსწავლეებს. ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა და დამატება, რათა პროექტზე მუშაობს პროცესში თუ დაგვჭირდა მსგავსი მოქმედება, არ გაგვიჭირდეს. ჩექლისტის საშუალებით შევამოწმეთ ჩვენი პორტფოლიო, გამოვასწორეთ ხარვეზები და დავრწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგშია. ჯგუფის ყველა წევრმა გააკეთა თავისი პროექტის წარდგენა წინასწარ მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით. მივიღეთ შენიშვნები, ჩავასწორეთ ხარვეზები.
რაც შეეხება ტრენინგს, ნამდვილად გაამართლა ჩემი იმედები. ძალიან ბევრი ახალი რამ ვისწავლე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. ვისწავლე ბლოგის შექმნა, პროექტის შექმნა და ბევრი ისეთი საშუალება, რომელიც ააუცილებლად დამეხმარება იმაში, რომ მეტად საინტერესო გავხადო ჩემი მოსწავლეებისთვის სასაწავლო პროცესი, განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარ ჩვევები, შევაჩვიო ურთიერთთანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემას.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს _ გიორგი არავიაშვილს.
Friday, December 14, 2018
დღე მერვე ,,რეფლექსია"
დღევანდელი დღე დაიწყო ჩვენი პროექტების შემოწმებით სადაც დავამატეთ მოსწავლის ნიმუში და შეფასების რუბრიკები, მივიღეთ გარკვეული შესწორებები გიორგისგან და ჩავასწორეთ, შემდეგ გადავედით უკვე იმ აქტივობებზე რომლის საშუალებითაც ჩვენს პროექტს მიეცემა დასრულებული სახე.
სახელმძღვანელოში http://www.tpdc.ge/essentials/ გავეცანით მე-6 და 7 მოდულებს სადაც მოცემული იყო დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება პროექტში.
სახელმძღვანელოში http://www.tpdc.ge/essentials/ გავეცანით მე-6 და 7 მოდულებს სადაც მოცემული იყო დიფერენცირებული სწავლების ნიმუშები და ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენება პროექტში.
Monday, December 10, 2018
მეშვიდე დღე ,,რეფლექსია"
განვიხილეთ საშინაო დავალება. გავეცანით საკითხავ მასალას მოსწავლის ბროშურის ჩეკლისტის შექმნის მიზნით. შევქმენით მოსწავლის ბროშურის ჩექლისტი. განვიხილეთ ნიმუში, შევისწავლეთ როგორ უნდა შექმნა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია. მივიღეთ საშინაო დავალება.
დღე მეოთხე ,,რეფლექსია"
დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვების სწორად დალაგებაზე. ვისწავლეთ ბროშურის სწორად შევსება და გაფორმება. გავეცანით შეფასების გეგმის სტრატეგიებს.
დღე მესამე ,,რეფლექსია"
პირველყოვლისა განვიხილეთ დავალება, ვიმსჯელეთ პრობლემატიკაზე. ვისწავლეთ საქაღალდეების შექმნა,ატვირთვა დრაივში ჩეკლისტის მეშვეობით. შევიმუშავეთ სტატიები. მივიღეთ საშინაო დავალება.
დღე მეორე ,,რეფლექსია"
ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ საშინაო დავალება, ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შინაარსის დახვეწაზე, ვიმუშავეთ ბრაუზერის დაცვის საშუალებებზე, შევქმენით ბლოგი. ვისწავლეთ ტექსტის ფორმატირება, გვერდების ზომების მართვა. მოგვცეს საშინაო დავალება.
Subscribe to:
Posts (Atom)