Saturday, December 8, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების სტრატეგიებიბ და შეფასების ინსტრუმენტები. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
მოვამზადეთ პრეზენტაციის ჩექლისტი. ვიმუშავეთ ჯგუფებში,მოვახდინეთ ამის პრეზენტაცია.მივიღეთ უკუკავშირი.
მომზადებული პრეზენტაციის ჩექლისტის მიხედვით დეტალურად დავგეგმეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
შევისწავლეთ პაუერ პოინტის გამოყენების მნიშვნელოვანი საკითხები.

Friday, December 7, 2018

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი:
  • რამდენად რეალურია ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი გახდეს მეფე?


თემატური:
  • შეცვლიდით რაიმეს ზღაპარში? როგორ?
  • რით ჰგავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისნ ამ ზღაპრის ვერსიები ერთმანეთს?
  • რით დაიპყრო ამ ზღაპარმა თქვენი გული?

შინაარსობრივი:
  • რა არის ზღაპრის მთავარი აზრი?
  • რა არის ზღაპრის ელემენტები?

Sunday, December 2, 2018

დღე პირველი ,,რეფლექსია"

ა/წ 1დეკემბერს დაიწყო ,,ინტელის'' ტრენინგი, რომელსაც გვიტარებს ტრენერი გიორგი არავიაშვილი. პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო. გავეცანი სახელმძღვანელოს ძირითად მიზნებს და სტრუქტურას. ინტელის ახალი ხედვის დახმარებით გავიგე პროექტის შაბლონი, თუ როგორ უნდა ვიმუშაო, დავგეგმო და განვავითარო.იმედი მაქვს  შემდეგი დღეები უფრო საინტერესო და სახალისო იქნება.
ჩვენ გავეცანით სახელმძღვანელოებს tpdc.ge/essentials
intelga.blogspot.com, რაც დაგვეხმარება პროექტის მომზადებაში.
განვიხილეთ რამდენიმე წარმატებული პროექტის ნიმუში. ჯგუფურად მუშაობის  შედეგად მოვამზადეთ პრეზენტაცია, შერჩეული ნიმუშის მიხედვით. დავსახეთ მიზნები და ამოცანები. თითოეულმა ტრენინგის მონაწილემ შევარჩიეთ პროექტის თემა.
შევარჩიეთ პროექტის თემა და ჯგუფურად მოვამზადეთ პრეზენტაცია.
გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს. განვიხილეთ ტერმინები: პროექტის დასახელება და პროექტის შინაარსი. ვიმსჯელეთ ორივე ტერმინების არსის შესახებ.